ევროპარლამენტარი იოახიმ კუსი - 20 წლის წინ მოხდა ვარდების რევოლუცია და რატომ არ შეიძლება კვლავ მოხდეს? არის რაღაცები, რაც ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდა პოლიტიკურ ვითარებას
ევროპარლამენტარი იოახიმ კუსი - 20 წლის წინ მოხდა ვარდების რევოლუცია და რატომ არ შეიძლება კვლავ მოხდეს? არის რაღაცები, რაც ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდა პოლიტიკურ ვითარებას

20 წლის წინ მოხდა ვარდების რევოლუცია და რატომ არ შეიძლება ეს კვლავ მოხდეს? არის რაღაცები, რაც თავად ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდა პოლიტიკურ ვითარებას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა იოახიმ კუსმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, ქართველი ხალხი უნდა დარჩეს ერთად საკუთარი უფლებების დასაცავად და ინფორმირებული ამყოფოს ყველა.

„ვიცი, რომ გსურთ დაიბრუნოთ თავისუფლება და ბევრ პრობლემას ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ უნდა ენდოთ თქვენს ხალხს, იმ ინსტიტუციებს, რაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს. რაც შემეხება მე, მე ვიცი, რომ იყო დრო 20 წლის წინ, როდესაც მოხდა ვარდების რევოლუცია და რატომ არ არის შესაძლებელი, რომ კვლავ მოხდეს?! რატომ არ შეიძლება, რომ იგივე განმეორდეს? უნდა უთხრათ მთავრობას, რომ იყოს ცვლილებები და გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პროტესტის ფორმა რაც გაქვთ, იქნება ეს დემონსტრაცია, უნდა მიყვეთ მას, რომ საქართველოში რეალური ცვლილებები დადგეს. ჩვენ დასავლეთიდან და ვეროპარლამენტარიდან ვერ მოგეხმარებით. ეს შეუძლებელია, რადგან ნამდვილად არ გისურვებთ იმას, რომ უსაფუძვლო იმედები იქონიოს ქართველმა ერმა, რომ ამ მიმართულებით ევროპარლამენტს შეუძლი დახმარება.

არის რაღაცები, რაც თავად ხალხმა უნდა გააკეთოს, ჩვენ ვერ შევცვლით შიდა პოლიტიკურ ვითარებას. თქვენ, ქართველი ხალხი უნდა დარჩეთ ერთად საკუთარი უფლებების დასაცავად და ინფორმირებული ამყოფოთ ყველა ამ კუთხით, იქნება ეს ტელევიზია, თუ სხვა საშუალება და შეატყობინოთ ხალხს. უზარმაზარი ნაბიჯია ამის გაკეთება. ის, რომ შეატყობინოთ ხალხს, ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იქონიოთ გავლენა მთავრობაზე და როდესაც ერი გაერთიანებულია, მთავრობა უკან დაიხევს და ჩამოშორდება იმ პროცესს, რომელსაც უნდა ჩამოშორდეს ან გზას დაუთმობს სხვას, მაგრამ ეს პროცესები უნდა იყოს სისხლისღვრისა და აგრესიის გარეშე“, – განაცხადა იოახიმ კუსმა.