ევროპარლამენტარი ჰემლუტ გეიუკინგი - არავინ არის დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით, ყველას გვსურს მშვიდობა, ეს არის მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ
ევროპარლამენტარი ჰემლუტ გეიუკინგი - არავინ არის დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით, ყველას გვსურს მშვიდობა, ეს არის მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ

არავინ არის დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით, ყველას გვსურს მშვიდობა და ეს არის მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ, – ამის შესახებ გერმანელმა  ევროპარლამენტარმა, ჰემლუტ გეიუკინგმა ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი მომავალი წლის არჩევნებია. არჩევნები სამართლიანად უნდა წარიმართოს. გჭირდებათ სამართლიანი საარჩევნო სისტემა და მთავრობამ უნდა დაინახოს ეს. ევროპასთან დაახლოების მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს ადამიანის უფლებები, ღირსება და კანონის უზენაესობაა, რომელსაც პატივი უნდა სცეთ. გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო სისტემა ამის ნაწილია. არავინ არის დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით. ყველას გვსურს მშვიდობა და ეს არის მკაფიო გზავნილი ყველა პოლიტიკური მხარის მიმართ“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.