ევროპარლამენტარი ჰეიდი ჰაუტალა - საქართველოს კონკრეტულ საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი მონაცემები აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ბევრ​ სახელმწიფოს
ევროპარლამენტარი ჰეიდი ჰაუტალა - საქართველოს კონკრეტულ საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი მონაცემები აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ბევრ​ სახელმწიფოს

რუკას თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს კონკრეტულ საერთაშორისო რეიტინგებში უკეთესი მონაცემები აქვს, ვიდრე ევროკავშირის წევრ ბევრ​ სახელმწიფოს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰეიდი ჰაუტალამ განაცხადა.

მისი თქმით, Transparency International-ის 2017 წლის კორუფციის ინდექსის მონაცემებით, საქართველო 46-ე ადგილზეა ხოლო მაგალითად, რუმინეთი 59-ეზე.

„საქართველოს აქვს პროგრესი და ჩვენ ამას ვხედავთ. უნდა წავახალისოთ საქართველო, რომ გააკეთოს უფრო მეტი. ჩვენ გვქონდა ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა,სადაც წამოვჭერით ახალი თემა, ეს არის გარემო. იმედი გვაქვს, საქართველო მნიშვნელოვან სამუშაოს შეასრულებს გარემოს დაცვისა და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ჰეიდი ჰაუტალამ.