ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე - ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურთ ფონ დერ ლაიენსა და კალასს
ევროპარლამენტარი დანილო დელა ვალე - ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურთ ფონ დერ ლაიენსა და კალასს

ჩვენ არ გვინდა იმის აღიარება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურთ, ან რას ამბობენ ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დელა ვალეს თქმით, ევროკავშირს სჭირდება ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე სხვების მიმართ მუქარა და ზეწოლა.

„ჩვენ როდესაც ნელ-ნელა მივექანებით მესამე მსოფლიო ომისკენ, მოვისმინეთ რვა განცხადება საქართველოში არჩევნებსა და პროტესტთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვუყრით კენჭს ნეთანიაჰუს დაგმობის რეზოლუციას, რომელიც ხოცავს პალესტინელებს. ჩვენ დროს ვფლანგავთ. რისი აღიარებაც ჩვენ არ გვინდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საკუთარ ინტერესებს და არა იმას, რა სურთ, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს, ან რას ამბობენ. ევროპის მასშტაბით სტუდენტები გამოდიან ქუჩებში და ითხოვენ მეტ უფლებებს, ახალგაზრდობა გამოდის ქუჩებში და ითხოვს პალესტინელების უფლებებს. ევროკავშირი ფოკუსირებულია საქართველოზე, სადაც ახლახან აირჩიეს მთავრობა და იქ ახალისებენ სხვა ინტერესებს, მათ, ვინც უფრო მეტად ნატო-ზე ზრუნავს. ჩვენ გვჭირდება ორმხრივი ურთიერთობები, ვიდრე სხვების მიმართ მუქარა და ზეწოლა“, – განაცხადა დელა ვალემ.