ევროპარლამენტარი​ ჰელმუტ გოიკინი - საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, საქართველოს ამის პოტენციალი აქვს და მინდა, მისი წევრად ხილვა
ევროპარლამენტარი​ ჰელმუტ გოიკინი - საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, საქართველოს ამის პოტენციალი აქვს და მინდა, მისი წევრად ხილვა

საქართველო განვითარებულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში დავეხმაროთ, – ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ჰელმუტ გოიკინმა ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს განაცხადა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

„შარშან საქართველოს ვეწვიე დელეგაციასთან ერთად და საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ძლიერად იმოქმედა სახელმწიფომ. ჩვენ ვნახეთ, როგორ გადაიჭრა საკითხები საკმაოდ მოკლე ვადებში. საქართველო იყო ძალიან მოქნილი. როგორც ვიცით, შეთანხმება მარტში მიიღეს. ეს აჩვენებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება სურს. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ საქართველო ევროპულ სახლში. ჩვენ ვიცით რუსეთის სიტუაციის შესახებ, ვიცით, რა ხდება უკრაინაში, რა მოხდა ყირიმში. ასევე ვიცით, რომ საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია. ასე რომ, ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქართველო ევროპაში და ეს რაც შეიძლება მალე უნდა გავაკეთოთ. საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს ამის პოტენციალი აქვს და მე მინდა, მისი წევრად ხილვა, რათა საქართველოს ნამდვილი პერსექტივა ჰქონდეს. საქართველო განვითარებულია და ჩვენ ვალდებულები ვართ, მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმაში დავეხმაროთ“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ჰელმუტ გოიკინმა.