ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ყველა ძალას, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები საქართველოს მომავალისთვის
ევროპარლამენტარები - მოვუწოდებთ ყველა ძალას, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები საქართველოს მომავალისთვის

ევროპარლამენტარები ყველა პოლიტიკურ ძალას პარტიული ინტერესების გვერდზე გადადგებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროდეპუტატების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროპელი კანონმდებლები მხარს უჭერენ ევროკავშირის შუამავლობას და მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, თავი შეიკავონ ისედაც ცხელი პოლიტიკური კლიმატის დაძაბვისგან.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები საქართველოს მომავალის გულისთვის, იმუშაონ კონსტრუქციულად კრიზისის გადასაჭრელად, კომპრომისისა და შერიგების სულისკვეთებით და თავი შეიკავონ ისედაც ცხელი პოლიტიკური კლიმატის კიდევ უფრო გაღვივებისგან. ქვეყნის საპარლამენტო დემოკრატიის სტაბილურობა და მისი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ნამდვილად ღირს ყველა ძალისხმევად.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის შუამავლობის ძალისხმევას რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ხელმძღვანელობს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს, გამოიყენონ შესაძლებლობა თანასწორი შეთანხმებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია და დებატებში პირველ ადგილზე დააყენონ საქართველოს მოქალაქეები და მათი საჭიროებები. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი დაიცავს ნაკისრ პასუხისმგებლობას და იპოვის გამოსავალს ამ კრიზისიდან.

ევროპარლამენტი ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს არჩეულ გზას ევროკავშირთან უფრო მეტად ღრმა ურთიერთობისკენ და ეს მრავალპარტიული მხარდაჭერაა. ჩვენ უცვლელად ვთავაზობთ მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა ქვეყანას, რომ გააგრძელოს ეს გზა. თუმცა, არსებითი პროგრესი შესაძლებელია, როდესაც ანტაგონიზმი და პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკაში შეიცვლება კონსტრუქციული თანამშრომლობით და როდესაც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები შეძლებენ სათანადოდ შეასრულონ საკუთარი როლი. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს რთულ სიტუაციაში. როდესაც პარტიები მიაღწევენ შეთანმხება ჩვენ მზად ვართ მისი ამოქმედებისთვის, საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ევროპარლამენტის დემოკრატიის მხარდაჭერის ზომების სრული სპექტრით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი. დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის წამყვანი წევრი ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე სვენ მიკსერი, ევროპარლამენტის მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე მიხაელ გალერი და ევროპარლამენტის მომხსენებელი ბელარუსის საკითხებზე პეტრას აუსტრევიჩუსი.