ევროპარლამენტარები ევა კაილი და მარკ ტარაბელა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ევროპარლამენტარები ევა კაილი და მარკ ტარაბელა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოცემა „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროპარლამენტარები – ევა კაილი და მარკ ტარაბელა სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ევა კაილის პატიმრობა, სულ მცირე, ორი თვით გახანგრძლივდა, მარკ ტარაბელას კი – სულ მცირე, ერთი თვით.

ისინი ე.წ. კატერგეითის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს სამართალდამცველებმა. მათ კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში სდებენ ბრალს.

ევა კაილი ბელგიის პოლიციამ 10 დეკემბერს დააკავა, მეორე დღეს კი მას ევროპარლამენტარის მანდატი შეუჩერდა.