ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე „დინამოს“ სავარაუდო მეტოქე ფარერების ჩემპიონია
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ შესაძლო მეტოქე ნიონში გამართულ წილისყრაზე გაირკვა. თუკი მეორე ეტაპი დაძლია, თბილისელთა მეტოქე ფარერების კუნძულების ჩემპიონ „კლაკსვიკი“ იქნება. მატჩი 24 სექტემბერს ფარერების კუნძულებზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უელსურ „კონაჰ ნომედსს“ დაუწყვილდა. მატჩი 17 სექტემბერს, უელსში გაიმართება.
„დინამო“ მესამე ეტაპზე განუთესავებში მოხვდა და რადგან ევროპა ლიგაზე ჩემპიონთა გზით გავიდა, წინასწარ იყო ცნობილი, რომ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნილ გუნდს შეხვდებოდა.