„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ესპანეთში კოალიციური მოლაპარაკებები შეწყდა
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ესპანეთში კოალიციური მოლაპარაკებები შეწყდა

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტია „პოდემოსს“ და ესპანეთის დროებით სოციალისტურ მთავრობას შორის კოალიციური მოლაპარაკებები შეწყდა.  შედეგად, შესაძლოა, ოთხი წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები ჩატარდეს.

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, პედრო სანჩესს კოალიციის ფორმირებისთვის დრო 23 სექტემბრამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

პოდემოსის“ დეპუტატმა, ხუან ლოპეს ურალდემ თქვა, რომ მოლაპარაკებებში ორივე მხრიდან ჩართულმა ჯგუფებმა რესურსი ამოწურეს და ახლა ყველაფერი პარტიის ლიდერებზე პედრო სანჩესსა და პაბლო იგლესიასზეა დამოკიდებული.

სანჩესის პარტიამ, აპრილში გამართული საპარლამენტო არჩევნები მოიგო, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო უმრავლესობა არ ჰყავს. იმისთვის, რომ სანჩესი პრემიერის პოსტზე დაინიშნოს, აუცილებელია, მან მთავრობის ფორმირება მოახდინოს.