„ევრონიუსი“ - გერმანია მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდა, რადგან იაპონიის ეკონომიკა შესუსტდა
„ევრონიუსი“ - გერმანია მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკა გახდა, რადგან იაპონიის ეკონომიკა შესუსტდა

გერმანია მსოფლიოს მესამე ეკონომიკა გახდა. გერმანიის ეკონომიკის დაწინაურება იაპონიის ეკონომიკის შესუსტებამ გამოიწვია. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

2023 წლის განმავლობაში იაპონიის ეკონომიკა 1.9 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ივლის-სექტემბერში 2.9 პროცენტით შემცირდა.

როგორც მედია წერს, ეს ფაქტორი განიხილება იმის ინდიკატორად, რომ ეკონომიკა ტექნიკურ რეცესიაშია. იაპონიის ეკონომიკა სიდიდით მეორე იყო 2010 წლამდე, ვიდრე მას ჩინეთი გადაუსწრებდა. გასულ წელს იაპონიის ნომინალური მშპ 4.2 ტრილიონი დოლარი იყო, ხოლო გერმანიის – 4.4 ტრილიონი დოლარი.

დასავლური მედიის შეფასებით, სუსტი იაპონური იენი მეოთხე ადგილის მთავარი ფაქტორი იყო.

ამჟამად გლობალური მასშტაბით პირველ-მეორე ადგილებს აშშ და ჩინეთი ინაწილებენ.