„ევრონიუსი“ ევროპარლამენტის არჩევნების წინ ჩატარებულ კვლევის შედეგებს აქვეყნებს
„ევრონიუსი“ ევროპარლამენტის არჩევნების წინ ჩატარებულ კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ევროპარლამენტის არჩევნების წინ, მარინ ლე პენის „ეროვნული კრების“ პარტია, ემანუელ მაკრონის პარტიას უსწრებს. „იფსოსის“ გამოკითხვის თანახმად, ლე პენის პარტიას 22 პროცენტი აქვს, მაკრონის პარტიას კი 21.5 პროცენტი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ეროვნული კრების“ პარტიას საფრანგეთის პრეზიდენტის პარტიაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

2-3 მაისს ჩატარებული კვლევის ფარგლებში, 1 500 ადამიანი გამოიკითხა. „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების ფონზე, ემანუელ მაკრონი მასშტაბური გამოწვევის წინაშეა. „ევრონიუსი“ წერს, რომ ნელი ეკონომიკური ზრდის გამო არსებული უკმაყოფილება, ისლამისტი მებრძოლების მხრიდან შექმნილი საფრთხეები და მიგრაციის წინააღმდეგ უარყოფითი რეაქციები, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ნაციონალისტების მხარდაჭერას  აძლიერებს.