„ევრონიუსი“ – ევროკომისია უკმაყოფილოა ესპანეთის გადაწყვეტილებით, რომლითაც ქვეყანაში 500 000 მიგრანტს ბინადრობისა და მუშაობის ნებართვა მიეცემა
(Foto de ARCHIVO) La bandera de España y de la Unión Europea ondean en la Sede de la SEPI, a 7 de febrero de 2025, en Madrid (España). La Sociedad Estatal de Participaciones Industriales (SEPI) es una empresa pública española que tiene como finalidad la gestión de las participaciones empresariales de titularidad pública. Eduardo Parra / Europa Press 07 FEBRERO 2025;SEPI 07/2/2025
ევროკომისია უკმაყოფილოა ესპანეთის გადაწყვეტილებით, რომელიც 500 000 მიგრანტის ლეგალიზებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს.
„ევრონიუსს“ ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, ცუდი სიგნალი გაუგზავნოს სხვა მიგრანტებს.
„ეს არ შეესაბამება ევროკავშირის სულისკვეთებას მიგრაციის საკითხში“, – განაცხადა კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად.
ესპანეთის გადაწყვეტილება, რომელიც იანვრის ბოლოს გამოცხადდა, ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ქვეყანაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე შევიდნენ.
ახალი დადგენილებით, მიგრანტებს მიენიჭებათ ყოველწლიური ბინადრობის ნებართვა და ესპანეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორში მუშაობის უფლება.