ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციამ თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად დაასახელა #1TVSPORT

21:11, 16.06.2026

ევროლიგის 2025-26 წლების სეზონი 24 მაისს „ოლიმპიაკოსის“ ჩემპიონობით დასრულდა. ამ ორგანიზაციის მოთამაშეთა ასოციაციამ სეზონი შეაჯამა და თორნიკე შენგელია ყველაზე პატივსაცემ კალათბურთელად აღიარა.

ამ მოვლენას „ბარსელონას“ ფეისბუქიც გამოეხმაურა და პოსტის ქვემოთ მიაწერა: „დიდებული ხარ, თოკო“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსა“ ევროლიგის პლეიინში დამარცხდა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში ფინალურ სერიას თამაშობს. სერიის პირველი მატჩი „ვალენსიასთან“ 18 ივნისსაა, პირდაპირ რეპორტაჟს 22 საათზე პირველი არხი სპორტზე იხილავთ.

მსგავსი