საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაზე, მე-15-ე ტურის ცენტრალური მატჩი სტამბოლში ჩატარდა, სადაც ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა სტამბოლის „ფენერბახჩემ“ მადრიდის „რეალი“ მიიღო.
შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა და მაყურებელმა უაღრესად დაძაბული და საინტერესო დაპირისპირება იხილა. აბსოლუტურად თანაბარი თამაშის საკვანძო მომენტი ბოლო წამებზე დაფიქსირდა, სადაც „რეალის“ გამარჯვებაში გადამწყვეტი ლუკა დონჩიჩის ბრწყინვალე თამაში აღმოჩნდა.
19 წლის სლოვენიელმა კალათბურთელმა დაცვაში ორი საჭირო ჩაჭრა შეასრულა და საჯარიმო ტყორცნებიც გამოიყენა. მადრიდელებმა 79-77 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილში, ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ, მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს. დონჩიჩი კი, მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ევროპის ჩემპიონმა 30 წუთში: 20 ქულა, 10 შედეგიანი გადაცემა, 8 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი, 37-ს გაუტოლდა. 16 ქულა დაფიქსირდა, ვეტერანი ფელიპე რეიესის ანგარიშზე. „ფენერბახჩეს“ შემადგენლობაში საუკეთესო ბრედ ვანამეიკერი იყო 20 ქულით. სტამბოლური კლუბი ამ მარცხის შემდეგ, მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა.