ევროლიგის მარტის თვის MVP – თორნიკე შენგელია (ვიდეო)

15:37, 03.04.2018

ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე (MVP) თორნიკე შენგელია გახდა. ბასკონიამ მარტის თვეში ექვსი შეხვედრა მოიგო და მოუხედავად იმისა, რომ თორნიკემ ერთი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, მისი როლი ამ შედეგში უდიდესია –

“თორნიკე შენგელიას ლიდერის თვისებები არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ბასკონია წელს პლეიოფში იღებს მონაწილეობას.” – წერს ევროლიგის საიტი.

http://www.dailymotion.com/video/x6h7a5s

თორნიკემ თვე შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა – საშუალოდ 10.8 ქულა, 6.6 მოხსნა და 2.8 გადაცემა.

შენგელია მეოთხე სეზონია რაც ბასკონიაში თამაშობს და წელს მისი დამსახურებით კლუბს ჰქონდა ისტორიაში საუკეთესო – 6 თამაშიანი გამარჯვების სერია.

 

მსგავსი