ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 2030 წლისთვის სათბურის აირების გამოყოფის მოცულობის 55 პროცენტით შემცირების ინიციატივით გამოდის
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 2030 წლისთვის სათბურის აირების გამოყოფის მოცულობის 55 პროცენტით შემცირების ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 2030 წლისთვის სათბურის აირების გამოყოფის მოცულობის 55 პროცენტით შემცირების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამ დროისთვის, ევროკავშირს მიზნად აქვს დასახული ეს მაჩვენებლი 40 პროცენტით შეამციროს.

„ვაღიარებ, რომ 40 პროცენტის ნაცვლად, მოცულობის 55 პროცენტით შემცირება ზოგისთვის ძალიან ბევრია, ხოლო ზოგისთვის – არასაკმარისი. თუმცა, ჩვენი შეფასება აჩვენებს, რომ ჩვენს ეკონომიკასა და ინდუსტრიას ეს შეუძლია“, -აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ზომების აუცილებლობის გარდა, ევროკომისიის პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი საკითხები იყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დაძლევა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერება.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ჯანდაცვის ძლიერი კავშირის“ შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის „სუპეკრომპიუტერების“ წარმოებაში რვა მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს ციფრული სუვერენიტეტსი მისაღწევად.