ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი​ – საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა

01:28, 24.06.2022

საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ სრულად ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს. და ჩვენ მზად ვართ, გავუძღვეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, რათა დავაახლოოთ ქვეყანა ევროპულ ოჯახთან“,- წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.

 

მსგავსი