ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილი
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და დავეხმარებით ყველანაირი საჭიროების გაწევით მის განსახორციელებლად, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი სოციალურ ქსელში წერს.
ვალდის დომბროვსკისი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რათა განვიხილოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და ერთიან ბაზარზე უფრო მჭიდრო ინტეგრაცია.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანს, იყვნენ ევროკავშირის ნაწილი და დავეხმარებით ყველანაირი საჭიროების გაწევით მის განსახორციელებლად“, – წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
Glad to meet 🇬🇪President @Zourabichvili_S to discuss Georgia’s EU accession process and closer integration into single market.
We support the Georgian people’s choice to be part of EU and will help with all necessary assistance to make it happen. #MSC2024 pic.twitter.com/9d2em3WwxO
— Valdis Dombrovskis (@VDombrovskis) February 17, 2024