ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი – ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ფასეულია, რაც კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გახდეს და ასეც იქნება
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
ევროკომისრის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან ევროკომისიაში შესანიშნავი შეხვედრა გაიმართა.
„ევროკავშირისთვის საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა ფასეულია, რაც კიდევ უფრო მეტად მჭიდრო უნდა გახდეს და ასეც იქნება”, – აღნიშნავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.
Excellent meeting with Prime Minister @GakhariaGiorgi. The EU values its close relationship with #Georgia, which must – and will – become closer still. pic.twitter.com/XXbkW2RygH
— Margaritis Schinas (@MargSchinas) September 29, 2020