ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი​ - საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი​ - საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა

საქართველომ უზარმაზარ წარმატებას მიაღწია ევროპულ გზაზე და ეს ევროკავშირის საბჭომ დღეს დაადასტურა, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩვენ სრულად ვაღიარებთ და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს. და ჩვენ მზად ვართ, გავუძღვეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს, რათა დავაახლოოთ ქვეყანა ევროპულ ოჯახთან“,- წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი.