ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპულ კომისიის შენობაში იცხოვრებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპულ კომისიის შენობაში იცხოვრებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროპულ კომისიაში არა მხოლოდ იმუშავებს, არამედ იცხოვრებს კიდეც. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლეიენი მის კაბინეტთან ახლოს შენობის მეცამეტე სართულზე იცხოვრებს. გავრცელებული ინფორმაციით, ახლა იმ ოთახში, სადაც ევროკომისიის პრეზიდენტმა უნდა იცხოვროს, რემონტი მიმდინარეობს. ამ გზით ევროკომისიის პრეზიდენტი სახსრების დაზოგვას გეგმავს.

გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრს, ურსულა ფონ დერ ლეიენს ადრეც აქვს მსგავსი გამოცდილება, ის მინისტრობის პერიოდში, ბერლინში სამინისტროში ცხოვრობდა.

ევროკომისიის ახალი შემადგენლობა, ურსულა ფონ დერ ლეიენის მეთაურობით მუშაობას პირველი ნოემბრიდან დაიწყებს.