ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში მომუშავე ბრიტანელებს ბელგიის მოქალაქეობის მიღებას ურჩევს
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში მომუშავე ბრიტანელებს ბელგიის მოქალაქეობის მიღებას ურჩევს

ევროკომისიის პრეზიდენტი ევროპარლამენტში მომუშავე ბრიტანელებს ბელგიის მოქალაქეობის მიღებას ურჩევს. ჟან კლოდ იუნკერმა ეს განცხადება ევროპარლამენტში გამოსვლისას დღეს გააკეთა. იუნკერმა ასეთი ფორმით სცადა დაემშვიდებინა ევროკავშირის ინსტიტუტებში მომუშავე 1,100 ბრიტანელი, რომლებიც გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საკუთარი სტატუსის შესახებ ღელავენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ბელგიას „კეთილი მასპინძელი“ უწოდა და დარბაზში მყოფ ბელგიის პრემიერ-მინისტრ შარლ მიშელს მოუწოდა, გამოიჩინოს გულღიაობა, როდესაც ევროკავშირის თანამშრომლები ბელგიის მოქალაქეობას მოთხოვენ.
გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 2019 წლის მარტში დატოვებს, ამის შემდეგ ბრიტანელები ევროკავშირის მოქალაქეობას დაკარგავენ.

ლონდონსა და ბრიუსელში მოქალაქეების უფლების დაცვას დაჰპირდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბრიტანელები ევროკავშირის მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებენ.