ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის აღმსრულებელ კოლეგიასა და  პოლონეთის ხელისუფლებას შორის კონფლიქტს ადასტურებს
ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის აღმსრულებელ კოლეგიასა და  პოლონეთის ხელისუფლებას შორის კონფლიქტს ადასტურებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აღიარებს, რომ ევროკავშირის აღმსრულებელ კოლეგიას პოლონეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტი აქვს.

EUobserver-ის ინფორმაციით, საქმე ეხება სასამართლო რეფორმის შესახებ კანონმდებლობას, რომელიც ევროკავშირის სტანდარტებს არ შეესაბამება. აღმასრულებელ კოლეგიას მიაჩნია, რომ პოლონეთის ხელისუფლების მიერ მიღებული 13 კანონი, კანონის უზენაესობის პრინციპებს არღვევს და აღამსრულებელ ხელისუფლებას სასამართლოს კონტროლის უფლებამოსილებას ანიჭებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროკომისიამ ვარშავას ოთხი რეკომენდაცია გაუგზავნა. ამასთან, გასული წლის დეკემბერში ევროკომისიამ დაიწყო პროცედურა, რომელიც შესაძლოა, ევროკავშირის საბჭოში, პოლონეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევით დასრულდეს. თუმცა, ჟან-კლოდ იუნკერი აღნიშნავს, რომ ისინი აღნიშნული პრობლემის გადაჭრას გეგმავენ.