ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო - ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს
ევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო - ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

„შედეგები ყველა იმ ადამიანისთვის მოჰყვება, ვინც უკანონო, არალეგიტიმურ რეფერენდუმში მონაწილეობდა“, – განაცხადა სტანომ.

ამასთან, როგორც საგარეო ქმედებათა სამსახურის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა ლუკ დევინმა აღნიშნა, სასანქციო პაკეტში შევლენ პირები, რომლებიც აშკარად დაკავშირებული არიან ამ რეფერენდუმთან, მათ შორის, ევროკავშირის ის მოქალაქეებიც, რომლებიც ამ უკანონო პლებისციტის განმავლობაში „საერთაშორისო დამკვირვებლის“ როლი შეასრულა.

ევროკავშირში ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტს განიხილავენ.