ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა ევროკომისრების სია საბოლოოდ დაამტკიცა
ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისრების სია საბოლოოდ დაამტკიცა. ახლა ევროკომისრების თანამდებობებზე შერჩეულ კანდიდატებს ევროპარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა თითოეულ კანდიდატთან კონსულტაციების სერია გამართა. სიაში წარმოდგენილნი არიან იოჰანეს ჰანი და მარია გაბრიელი, ფრანს ტიმერმანსი, მარგარიტის სხინასი, ვერა ჟუროვა, დიდიე რეინდერსი.
ევროპარლამენტის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკომისია დაკომპლექტებული იქნება 14 მამაკაცითა და 13 ქალით. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკომისრებს შორის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას აპირებს.
ევროკომისიის ახალი შემადგენლობა მოვალეობის შესრულებას 1-ლი ნოემბრიდან შეუდგება.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის პოსტზე ფედერიკა მოგერინის ჟოზეპ ბორელ ფონტელესი შეცვლის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი კი ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი იქნება.