ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ურსულა ფონ დე ლიენის მეთაურობით მუშაობას პირველ ნოემბერს ვერ დაიწყებს
ევროკომისიის ახალი შემადგენლობა ურსულა ფონ დე ლიენის მეთაურობით მუშაობას პირველ ნოემბერს ვერ დაიწყებს. ინფორმაციას ევროპარლამენტის სპიკერი ავრცელებს.
გერმანიის თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ურსულა ფონ დე ლიენს ევროკომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჟან კლოდ იუნკერი პირველ ნოემბერს უნდა შეეცვალა.
ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში პრობლემა რამდენიმე ევროკომისრის დამტკიცებამ გამოიწვია. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს უნგრეთის, რუმინეთის და საფრანგეთის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, რუმინეთში მთავრობა შეიცვალა. შესაბამისად, უნგრეთის ახალი ევროკომისრის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტმა უნდა დაამტკიცოს.