ევროკომისიის ახალ პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ევროკომისიის ახალ პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ევროკომისიის ახალ პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაცია ევროკომისიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ევროკომისიის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის მთავარი თემა ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობა და დონბასში არსებული ვითარება იყო.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, ევროკომისიისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის მთავარ თემას ნორმანდიული ოთხეულის სამიტისთვის მზადება წარმოადგენდა.

ევროკომისიის ახალმა შემადგენლობამ მუშაობა ოფიციალურად პირველ დეკემბერს დაიწყო.