ევროკომისიაში რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპასუხოდ აცხადებენ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი ცალკეული პროცესია
ევროკომისიაში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ორი ცალკეული პროცესია.
„ევროკავშირს აქვს გაფართოების ძალიან სტრუქტურირებული პროცესი და ძალიან, ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ყველა კანდიდატმა ქვეყანამ და მათაც კი, ვისაც სურს, გახდეს კანდიდატი. თქვენ არ შეგიძლიათ, დააკავშიროთ ეს ორი პროცესი. თითოეული კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების პროცესი ეფუძნება თითოეული ქვეყნის დამსახურებას და შემდგომი ნაბიჯების რიტმი, რომელსაც გადადგამს თითოეული კანდიდატი ქვეყანა, განისაზღვრება კანდიდატი ქვეყნების პროგრესითა და სამუშაოთი, რათა მიაღწიოს მიზნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც ჩამოყალიბებულია“, – განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა დანა სპინანტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აპირებს, ნატო-ს სამიტზე მიმართოს ალიანსის წევრებს, თურქეთს ევროკავშირის წევრობისკენ გაუხსნან გზა, რათა შემდეგ თურქეთმა ეს გზა შვედეთს ნატო-ში წევრობისკენ გაუხსნას.