ევროკომისიამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შესყიდვის შესახებ Pfizer-თან და BioNTech-თან შეთანხმება დადო
ევროკომისიამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შესყიდვის შესახებ Pfizer-თან და BioNTech-თან შეთანხმება დადო

ევროკომისიამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის 300 მილიონი დოზის შესყიდვის შესახებ ამერიკულ ფარმაცევტულ კორპორაცია Pfizer-თან და გერმანულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია BioNTech-თან შეთანხმება დადო.

ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „გარდიანი ავრცელებს“.

დიდმა ბრიტანეთმა, რომელმაც ევროკავშირი იანვარში დატოვა, 40 მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკება კომპანიებთან ცალკე აწარმოა.

ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ის განცხადებით, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილმა ვაქცინამ წარმატებით გაიარა კლინიკური ცდების ბოლო, მესამე ფაზა და დამტკიცდა, რომ ის 90 პროცენტით ეფექტიანია ვირუსის პრევენციაში.