ევროკომისიამ გერმანული ავტომწარმოებლები BMW და Volkswagen Group ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 875 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკომისიამ გერმანული ავტომწარმოებლები BMW და Volkswagen Group ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 875 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკომისიამ გერმანული ავტომწარმოებლები BMW და Volkswagen Group ანტიმონოპოლიური წესების დარღვევისთვის 875 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

კერძოდ, ევროკომისიამ დაადგინა, რომ სამი გერმანული კომპანია Daimler, BMW და Volkswagen Group მონაწილეობდა შეთქმულებაში აზოტის ოქსიდის გაწმენდასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების სფეროში. ამასთან, კომპანია Daimler-ს არ დაეკისრა ჯარიმა, რადგან არსებული კარტელური შეთანხმების არსებობა გამოააშკარავა.

როგორც კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა, ავტომწმარმოებლები Daimler, BMW, Volkswagen, Audi და Porsche ფლობენ ტექნოლოგიებს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მავნე გამონაბოლქვის შემცირება ევროკავშირის სტანდარტით დადგენილ ნორმაზე მეტად, თუმცა გაწმენდის ტექნოლოგიებს სრულად არ იყენებდნენ.

კომპანია Volkswagen-ში აცხადებენ, რომ ჯარიმის გასაჩივრების საკითხს განიხილავენ.

„ევროკომისია შედის ახალი იურისდიქციაში, ვინაიდან პირველად განიხილავს ტექნიკურ თანამშრომლობას როგორც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევას“, -განაცხადეს კომპანიაში, რომელსაც 502 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.