ევროკომისია - საქართველომ გაზარდა რეფორმების ტემპი, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი
ევროკომისია - საქართველომ გაზარდა რეფორმების ტემპი, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

საქართველომ გადადგა ნაბიჯები, რათა გაეძლიერებინა თანამშრომლობა ევროკავშირთან და გაზარდა რეფორმების ტემპი უკანასკნელ თვეებში, რათა უპასუხოს 12 რეკომენდაციას, რომლებიც იყო იდენტიფიცირებული საქართველოს წევრობის განაცხადში, – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკომისიამ რეკომენდაციით მიმართა ევროპულ საბჭოს, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს.