ევროკომისია კოვიდპასპორტის შექმნასთან დაკავშირებით წინადადებას მარტში წარადგენს
ევროკომისია კოვიდპასპორტის შექმნასთან დაკავშირებით წინადადებას მარტში წარადგენს

ევროკომისია „კოვიდ-19“ -ის ვაქცინაციის ციფრული პასპორტების შექმნასთან დაკავშირებით წინადადებას მარტში წარადგენს. კოვიდპასპორტები ევროპელებს ზაფხულის განმავლობაში უფრო თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „მწვანე პასპორეტები“ იმის მტკიცებულება იქნება, რომ ადამიანმა ნამდვილად გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ამასთან, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვაქცინა არ გაუკეთებიათ, მოიცავს ინფორმაციას ტესტის პასუხისა და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, კოვიდპასპორტების შექმნის მიზანი ტურისტული ან სამსახურებრივი საქმისთვის მოქალაქეების ევროკავშირში ან საზღვარგარეთ უსაფრთხო გადაადგილებაა. როგორც „გარდიანი“ წერს, გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ვაქცინაციის სერტიფიკატზე ემუშავათ. აღნიშნულით განსაკუთრებით დაინტერესებულია ესპანეთი და საბერძნეთი, რომლებსაც ამ ზაფხულს ტურისტული სეზონის გახსნა სურთ. ამასთან, რიგ ქვეყნები იმის შესახებ საუბრობენ, რომ უპირველესია დადგინდეს, შეუძლიათ თუ არა ვაქცინირებულებს ვირუსის გავრცელება. საფრანგეთი და ბელგია კი წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მოგზაურობის გამარტივება მხოლოდ ვაქცინირებულებისთვის უსამართლო იქნება. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ეცდება, თავიდან აიცილოს იმ მოქალაქეების დისკრიმინაცია, რომლებსაც ვაქცინა არ მიუღიათ.

ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადებით, ევროკომისია შეეცდება, კოორდინაცია გაუწიოს უსაფრთხოების სტანდარტებსა და დაეხმაროს ჯანდაცვის ეროვნული სისტემებს დაკავშირებაში.

დატოვე კომენტარი