ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს
ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს

ევროკომისია ევროკავშირს უკრაინისთვის თვეში 1.5 მილიარდი ევროს გამოყოფას შესთავაზებს, – ევროკომისიის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, დახმარების საერთო მოცულობა 18 მილიარდ ევრომდე იქნება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაფარვაში 2023 წლისთვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ევროკავშირის მიმდინარე სამუშაო უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.

ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მსოფლიოს ბაზარზე გატანის მნიშვნელობა.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განიხილეს ის ნეგატიური როლი, რაც რუსეთის აგრესიისთვის ირანის მხარდაჭერამ ითამაშა.