ევროკომისარი დიდიე რეინდერსი - სლოვაკეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
ევროკომისარი დიდიე რეინდერსი - სლოვაკეთის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ევროკომისია სლოვაკეთის სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის გამო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი დიდიე რეინდერსი აცხადებს, რომ სლოვაკეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რეინდერსის თქმით, სლოვაკეთის ხელისუფლების მიერ შეტანილი ეს შესწრებები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და ევროპული ფინანსური ინტერესების დაცვას საფრთხეს უქმნის.

ევროკომისია იმედოვნებს, რომ იქნება ნაპოვნი გამოსავალი, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკომისია ზომებს მიმართავს.

თებერვალში სლოვაკეთის პარლამენტმა დაჩქარებული პროცედურით დაამტკიცა რეფორმა, რომელიც აუქმებს სპეციალური პროკურორის ოფისს და ამცირებს სასჯელს ფინანსური დანაშაულისთვის. ამას სლოვაკეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.