ევროკავშირში უმუშევრობის დონე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალია
ევროკავშირში უმუშევრობის დონე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ევროსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში ევროკავშირში უმუშევრობის დონე 7%-ს შეადგენს, ეს 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ამასთან, ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობა 8,4%-მდეა შემცირებული. ყველაზე დაბალია უმუშევრობა ჩეხეთსა (2.3%) და გერმანიაში (3,4%).
უმუშევრობის მაჩვენებელი კი ყველაზე მაღალი კვლავ საბერძნეთსა (20.1%) და ესპანეთშია (15,8%).