ევროკავშირში რუსეთისა და ჩინეთის კიბერსაქმიანობის გამო სანქციის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ
ევროკავშირში რუსეთისა და ჩინეთის კიბერსაქმიანობის გამო სანქციის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ

ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისა და ჩინეთის ​კიბერსაქმიანობის გამო მათთვის სანქციის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას სააგენტო „ბლუმბერგი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის ქვეყნები სასანქციო ზომებზე მსჯელობას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ. რუსეთსა და ჩინეთში სანქციები სავარაუდოდ, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე სახელმწიფო უწყებებს შეეხება.

სანქციებში მოხვედრილ სუბიექტებს ევროკავშირში შესვლა აეკრძალებათ და აქტივები გაეყინებათ.

დიპლომატები აცხადებენ, რომ სანქციები მიზნად ისახავს კიბერთავდასხმების შეკავებას და მათზე რეაგირებას, რომელიც ევროკავშირისთვის საგარეო საფრთხეს წარმოადგენს. თავდაპირველად კონსულტაციები ექსპერტების დონეზე დაიწყება. სანქციების დაწესებისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

დატოვე კომენტარი