ევროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე სალომე ზურაბიშვილმა და თეა წულუკიანმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს
ევროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე სალომე ზურაბიშვილმა და თეა წულუკიანმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს შეხვდა.

ევროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე პრეზიდენტმა და მინისტრმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაჟა ჟვანია და საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია.

გარდა ამისა, დღეს სალომე ზურაბიშვილს პირველი სამუშაო შეხვედრები ჰქონდა განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვახტანგ გომელაურთან.