ევროკავშირში აშშ-ის ელჩი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს
ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა „პორტლენდი“ ავრცელებს.
ორეგონის შტატის ყოველთვიური გამოცემა სტატიას სამი ქალის ბრალდების საფუძველზე აქვეყნებს.
სტატიაში განმარტებულია, რომ ისინი გორდონ სონდლენდთან მაშინ მუშაობდნენ, ვიდრე ის ელჩი გახდებოდა.
ქალების მტკიცებით, დიპლომატმა სექსუალური კავშირის დამყარება შესთავაზათ, უარის მიღების შემდეგ კი მათზე პროფესიული კუთხით შურისძიება სცადა.
გამოცემა იუწყება, რომ ამ პერიოდში გორდონ სონდლენდი ქალაქ პორტლენდში სასტუმროების განვითარების სფეროში იყო ჩართული და ხსენებულ სამ ქალს აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში შეხვდა.
ევროკავშირში აშშ-ის ელჩი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. დიპლომატი აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებში მის როლს უკავშირდება.