ევროკავშირში აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის მზად არიან
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის მიწოდების სრული შეწყვეტისთვის. მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა.
„კარგად ვართ მომზადებული, რომ დავუპირისპირდეთ რუსეთის მიერ გაზის ექსტრემალურ გამოყენებას იარაღად. ჩვენ არ გვეშინია პუტინის გადაწყვეტილებების, მოვუწოდებთ რუსებს, შეასრულონ კონტრაქტები, მაგრამ ისინი ამას თუ არ გააკეთებენ, მზად ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა ჯენტილონიმ.
რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა.