ევროკავშირში აცხადებენ, რომ ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანეთმა ფინანსური ვალდებულებები უნდა შეასრულოს
ევროკავშირში აცხადებენ, რომ ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანეთმა ფინანსური ვალდებულებები უნდა შეასრულოს

ბრიტანეთმა ევროკავშირის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები უნდა შეასრულოს, იმის მიუხედავად, ორგანიზაციას შეთანხმებით დატოვებს თუ შეთანხმების გარეშე – ამ განცხადებას ევროკავშირში აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თუ ბრიტანეთი ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გავა, მას არ სურს 43 მილიარდი ევროს გადახდა. ჯონსონი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთმა მხოლოდ 10 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს.