ევროკავშირმა უკრაინისთვის ხუთი მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

01:17, 04.10.2022

ევროკავშირმა უკრაინისთვის ხუთი მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარების ახალ პაკეტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ევროკავშირის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა.

დახმარების ახალ პაკეტს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეხმაურება.

„ურთიერთგაგების მემორანდუმი ხუთმილიარდიან მაკროფინანსურ დახმარებას უზრუნველყოფს უკრაინისთვის“, -წერს უკრაინის პრემიერი „ტვიტერში“.

შმიგალი მადლობას უხდის ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარ დომბროვსკის ამ გადაწყვეტილებისთვის.

მსგავსი