ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მეორე და მესამე კლასტერი გახსნა

22:07, 13.10.2026
Flag of Moldova in front of a clear blue sky

Flag of Moldova in front of a clear blue sky

ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მეორე და მესამე კლასტერი ოფიციალურად გახსნა.

„ევროკავშირმა გახსნა მეორე კლასტერი – „შიდა ბაზარი“ და მესამე კლასტერი – „კონკურენტუნარიანობა და ინკლუზიური ზრდა“- განაცხადა ირლანდიის ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინას მოუწოდებს, გააგრძელოს რეფორმები, განსაკუთრებით კი იმ მიმართულებით, რომელიც მოლაპარაკებების ფუნდამენტურ საკითხებს მოიცავს.

ცნობისთვის, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ექვს თემატურ კლასტერად იყოფა. თითოეული მათგანი მოიცავს კანონმდებლობის კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს უნდა შეუსაბამონ. გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერები მოიცავს შიდა ბაზრისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხებს.

მსგავსი