ევროკავშირმა სირიის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა სირიის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ევროკავშირმა სირიის ოთხი მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი აღნიშნულ ოთხ პირს სირიაში სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებზე პასუხისმგებლებად მიიჩნევს. კერძოდ, „შავ სიას“ დაემატა სამი მეცნიერი და ერთი სამხედრო.

ამგვარად, სირიასთან დაკავშირებულ ევროკავშირის „შავი სიაში“ 261 ფიზიკური პირი და 67 კომპანიაა.

სანქციების რეჟიმი აქტივების გაყინვასა და სავიზო შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამასთან, ევროპულ კომპანიებს მათთან ურთიერთობები ეკრძალებათ.