ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებების გამო, რუსეთის მიმართ სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სანქციების მოქმედების ვადა 15 სექტემბერს იწურებოდა, რომელიც 2019 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა.

სანქციები დაწესებულია 155 ფიზიკური პირისა და 44 კომპანიის წინააღმდე. შემზღუდავი ზომები ანგარიშების გაყინვისა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას ითვალისწინებს.