ევროკავშირმა ირანთან „ინსტექსის“ მექანიზმით პირველი ტრანზაქციები განახორციელა
ევროკავშირმა ირანთან „ინსტექსის“ მექანიზმით პირველი ტრანზაქციები განახორციელა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის გენერალურმა მდივანმა, ჰელგა შმიდმა „ტვიტერში“ დაწერა.
„ინსტექსი“ უკვე მუშაობს. პირველი ტრანზაქციები ხორციელდება და მექანიზმს სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა შეუერთდება. კარგი პროგრესია „არაკის“ და „ფორდოუს“ პროექტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა შმიდმა.
28 ივნისს, ავსტრიის დედაქალაქში „ერთობლივ ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმასთან“ დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. „ინსტექსი“ ირანთან ვაჭრობისთვის შექმნილი გადარიცხვების სპეციალური მექანიზმია.