ევროკავშირმა იანუკოვიჩსა და მისი გარემოცვის წევრებს სანქციები გაუხანგრძლივა
ევროკავშირმა იანუკოვიჩსა და მისი გარემოცვის წევრებს სანქციები გაუხანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩისა და მისი გარემოცვის 12 წევრს ინდივიდუალური სანქციები გაუხანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. საბჭოს გადაწყვეტილებით, შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

ამასთან, ევროკავშირმა იანუკოვიჩთან დაკავშირებული „შავი სიიდან“ ორი ადამიანის სახელები ამოიღო. ესენი არიან ბიზნესმენი სერგეი კლიუევი და უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ელენა ლუკაში.

იანუკოვიჩსა და მის გარემოცვას ევროკავშირმა სანქციები 2014 წელს სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენებისთვის დაუწესა.