ევროკავშირმა ესპანეთსა და საბერძნეთს მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად დამატებით 45,6 მილიონი ევრო გამოუყო
ევროკავშირმა ესპანეთსა და საბერძნეთს მიგრაციულ პრობლემებთან გასამკლავებლად დამატებით 45,6 მილიონი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მიგრანტთა მზარდი ნაკადის გათვალისწინებით, ესპანეთი მიიღებს 25,6 მილიონ ევროს სამხრეთ სანაპიროზე, ასევე სეუტასა და მელილიაში მიგრანტების მიღების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ასევე მიგრანტების დაბრუნების პროცედურებისთვის.
კიდევ 20 მილიონი ევროკომისიამ ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე გაერო-ს უმაღლესი კომისრის სამმართველოს გამოუყო, საბერძნეთში, კერძოდ კი, კუნძულ ლესბოსზე მიგრანტების მიღების პირობების გასაუჯობესებლად.
კომისიამ 2014-2020 წლების ფინანსური პროგრამის ფარგლებში, მიგრაციის მართვისთვის ერთი მილიარდი ევროს მობილიზება შეძლო. თანხა გათვალისწინებულია ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც მიგრანტთა ნაკადის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ, კერძოდ, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ხორვატიის, გერმანიის, შვედეთისა და ახლა უკვე ესპანეთის მხარდასაჭერად.