ევროკავშირმა დაუბეგრავი ფოლადის იმპორტის კვოტა თითქმის ორჯერ შეამცირა

12:31, 01.07.2026

ევროკავშირმა თითქმის ორჯერ შეამცირა დაუბეგრავი ფოლადის იმპორტის კვოტა.

პირველი ივლისიდან ძალაში შევიდა ფოლადის იმპორტზე ახალი შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც, 47%-ით მცირდება დაუბეგრავი იმპორტის მოცულობა.

კვოტის ზემოთ იმპორტირებულ ნედლეულს კი 50%-იანი ტარიფი დაუწესდება. მიზანი ევროპული ფოლადის მრეწველობის დაცვაა. დაუბეგრავი კვოტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება წელიწადში 18.3 მილიონი ტონა ფოლადის იმპორტი.

მსგავსი