ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერის გახსნაზე შეთანხმდნენ
Flag of Moldova in front of a clear blue sky
ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერის გახსნაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ევროპულ საქმეთა და თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თომას ბირნმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„„მონტენეგროს ორშაბათს“ ალბანეთისთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კიდევ ერთი „სუპერ სამშაბათი“ მოჰყვება. შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო შეთანხმდა შემდეგზე: უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერის გახსნა; მონტენეგროსთვის მოლაპარაკების სამი თავის – მე-17, მე-18 და მე-19 თავების დახურვა; ალბანეთისთვის კი მე-20 თავის დახურვა“, – წერს ბირნი.
მედიის ცნობით, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო ექვს თემატურ კლასტერად იყოფა. თითოეული მათგანი მოიცავს კანონმდებლობის კონკრეტულ სფეროებს, რომლებშიც კანდიდატმა ქვეყნებმა თავიანთი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს უნდა შეუსაბამონ. გაწევრიანების მოლაპარაკებების მეორე და მესამე კლასტერები მოიცავს შიდა ბაზრისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის საკითხებს.
‘Montenegro Monday’ will be followed by another ‘Super Tuesday’ for Albania, Moldova and Ukraine 🇮🇪🇪🇺🤝🇲🇪🇦🇱🇲🇩🇺🇦
I can confirm that all EU member states have agreed to:
📌 Open clusters 2 and 3 for 🇺🇦 &🇲🇩
📌 Close 3 chapters for 🇲🇪 (17, 18, 19)
📌 Close chapter 20 for 🇦🇱— Thomas Byrne (@ThomasByrneTD) October 12, 2026