ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროპული კოსმოსური ძალების შექმნის იდეას განიხილავენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროპული კოსმოსური ძალების შექმნის იდეას განიხილავენ. ამის შესახებ შიდა ბაზრის, ინდუსტრიისა და წარმოების საკითხებში ევროკომისარმა, ელჟბიეტა ბიენკოვსკამ განაცხადა.
ევროკომისრის თქმით, ევროგაერთიანების რამდენიმე წევრი სახელმწიფო განიხილავს შესაძლებლობებს, გააძლიერონ თავდაცვითი შესაძლებლობები კოსმოსის მიმართულებით.
„რაც არის ეროვნულ დონეზე რეალობა, სავარაუდოდ, ასევე გახდება რეალობა ევროპულ დონეზე. საჭიროა ვისაუბროთ საშუალოვადიან და გრძელვადიან ევროპულ კოსმოსურ ძალებზე“ ,- აღნიშნა ბიენკოვსკამ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ქვეყნებს გულისხმობდა ევროკომისარი, რომლის პორტფელი ასევე მოიცავს ევროკავშირის კოსმოსურ პოლიტიკას.